ბოლო დროს პრესაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ნიკოლ კიდმანისა და კიტ ურბანის ქორწინება დანგრევის პირას არის. ამ ყველაფრისგან დასვენება და ძალების მოკრება ცნობილმა ლამაზმანმა დედასთან ერთად გადაწყვიტა. მსახიობი სიდნეის ერთ-ერთ სანაპიროზე პაპარაცებმა შენიშნეს და ფოტოებიც გადაუღეს, რომლებზეც 48 წლის კიდმანი საცურაო კოსტიუმშია და ჩანს, რომ ის არაჩვეულებრივ ფორმაშია.
პრესაში აქტიურად წერენ, რომ კიტ ურბანს რომანი ახალგაზრდა, დამწყებ მომღერლებთან აქვს, რომლებთან ერთად ტურნეებშიც დადის. რაც შეეხება ნიკოლს, ის ცდილობს ოჯახის შენარჩუნებას და ქმრის ღალატზე თვალს ხუჭავს.