LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 მარტივი რჩევა: როგორ მოვუაროთ კანს სიცივის პირობებში

165

 

გამოიყურებოდე კარგად, არ ნიშნავს მხოლოდ მოდურად ჩაცმას. გარდა მოდური ტანისამოსისა და აქსესუარებისა, დიდი ყურადღება ექცევა კანს. არსებობს ძალიან ბევრი რჩევა, თუ როგორ შეიძლება საკუთარ სხეულს, ჩვენ გთავაზობთ 5 მარტივ რჩევას, რომელიც გაგიადვილებთ საკუთარ თავზე ზრუნვას.

 

სახის დაცვა

ზამთრის პირობებში უმჯობესია ვიბანაოთ საღამოობით, ვიდრე სახლიდან გასვლის წინ. სიცივის დროს კანი არა მარტო სიცივით, არამედ ტემპერატურის სწრაფი ცვლილებითაც იტანჯება. ამიტომ უმჯობესია გამოიყენოთ დამცავი კრემები, რომლებიც დამზადებულია სპეციალურად სიცივისაგან კანის დასაცავად. ამასთან ერთად გაითვალისწინეთ რომ, მისი გამოყენება რეკომენდირებულია სახლიდან გასვლამდე ერთი საათით ადრე.

 

ხელების დაცვა

იმიტომ რომ რეგულარულად ვიბანთ ხელებს, სიცივის პირობებში კანი შედარებით მცირე დროში იწყებს გამოშრობას. ამიტომ რეკომენდირებულია დამარბილებელი კრემები, რომლებიც კანს გამოშრობისაგან დაიცავს.

 

ტუჩების დაცვა

არსებობს სპეციალურ ტუჩის საცხები, რომლებიც საუკეთესოდ იცავს კანს დახეთქვისაგან, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს საპირისპირო სქესის პომადასთან. შესაბამისად რეკომენდირებულია მისი სიცივის დროს, რომელიც არა მარტო დაიცავს მას, არამედ შეუნარჩუნებს ბუნებრივ შეფერილობასაც.

 

ნუ გაჩერდებით შხაპის ქვეშ დიდხანს

დილის წყლის პროცედურები ზამთარში არ უნდა გრძელდებოდეს 10 წუთზე მეტს. რაც უფრო მეტ ხანს გრძელდება თქვენი დუშთან ურთიერთობა, მით უფრო მეტ ცხიმს კარგავს ორგანიზმი, რომელიც უვლის და იცავს თქვენს კანს.

 

გამოიყენეთ სკრაბი

ზამთრის პირობებში კანი შეიძლება გამოშრეს, ამიტომ დროთა განმავლობაში იხმარეთ სკრაბი, რომელიც თქვენს კანს მისცემს სუნთქვისა და თავდაცვის მეტ საშუალებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები