LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 საუკეთესო სავარჯიშო მამაკაცებისთვის ქალბატონების მოსაზრებით (ვიდეო)

49

”იუთუბის” მეშვეობით, რომ უამრავი შემეცნებითი ინფორმაციის გაცნობა და შესწავლა შეგვიძლია, საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს. ვიდეოპორტალზე შევხვდებით როგორც მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრის შემსწავლელ ვიდეოებს, აგრეთვე ჰალსტუხის შეკვრისა და სხვა წვრილმანი პრობლემების მოგვარების მეთოდებს. თუმცა, დღეს თქვენი ყურადღება მინდა ფიტნეს სავარჯიშოებზე გავამახვილო.

Athlean-X-ის ოფიციალურმა გვერდმა ”იუთუბზე” ონლაინ გამოკითხვა ჩაატარა ქალბატონებში იმის შესახებ, თუ მათი აზრით, რომელი სავარჯიშოებია მამაკაცებისთვის საუკეთესო, სადაც ქალბატონებმა 5 საუკეთესო დაასახელეს, ხოლო შერჩეული სავარჯიშოების ამსახველი ვიდეო ოფიციალურ გვერდზე განათავსეს. გთავაზობთ 5 საუკეთესო მამაკაცის სავარჯიშოს ქალბატონების მოსაზრებით:

მხრები

განიერი მხრები მამაკაცის ელეგანტურობასა და დახვეწილობაზე მეტყველებს. მსგავს მოყვანილობას ქალბატონები ადვილად ამჩნევენ და ურთიერთობების დასაწყისში აუცილებლად ითვალისწინებენ. თუ გნებავთ, რომ მხრები გაივარჯიშოთ, შეამცირეთ ასაზიდი წონა და ეცადეთ ნელ-ნელა განივითაროთ კუნთები, შესაბამისად წონის ნელი ტემპით მომატებით.

ბიცეპსი

განვითარებული ბიცეპსი იმის მანიშნებელია, რომ თქვენ, საკუთარ სხეულზე ზრუნავთ, რაც მანდილოსნებს მამაკაცებში ძალიან იზიდავთ. ბიცეპსის სავარჯიშოდ საუკეთესო საშუაება განტელებია.

მკერდი

რა თქმა უნდა მკერდი ჩამონათვალის სამეულში მოხვდა. ქალბატონების თვალში განვითარებული მკერდი ძალიან სექსუალურად გამოიყურება. მკერდის სავარჯიშოდ საუკეთესო მწოლიარე მდგომარეობაში განტელების აზიდვაა.

პრესი

უდაოა, რომ ექვსეული, რომელსაც ერთი სიტყვა, პრესი აერთიანებს პოპულარობას არასდროს კარგავს. პრესის განსავითარებლად მხოლოდ ერთი კონკრეტული სავარჯიშო არ კმარა, ექვსეულის განვითარებას რამდენიმე განსხვავებული სავარჯიშო სჭირდება.

დუნდულები

არავის გაკვირვებია ის ფაქტი, რომ მკვირვი დუნდულები გამოკითხვის სათავეში მოექცა. სექსუალური უკანალი, მკვრივი კუნთებითა და ადვილადშესამჩნევი ფორმებით ქალბატონებისთვის შეფასების საუკეთესო კრიტერიუმია. დუნდულების განსავითარებლად ათლეტური სავარჯიშოების შესრულება დაგჭირდებათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები