LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ვარსკვლავური ვარცხნილობა, რომელიც გაგაახალგაზრდავებთ

1921

მოდურ ვარცხნილობას შეუძლია მთლიანად გარდაქმნას თქვენი იმიჯი, შეუწყოს ხელი გაახალგაზრდავებას და შეცვალოს ადამიანების წარმოდგენა თქვენზე.

534117945HG00004_87th_Annua

1. თმის სიგრძე მხრებამდე – ამ ვარცხნილობის საუკეთესო მაგალითია ნიკოლ კიდმანი. საკმაოდ კარგი ხარისხის თმაც კი დროსთან ერთად კარგავს სიძლიერეს, აღარ იზრდება და ადვილად მტვრევადი ხდება. რაც უფრო გრძელია თმა, მით უფრო შესამჩნევია ეს ნაკლოვანებები. მიეცით მათ ამოსუნთქვის საშუალება, ეს სიგრძე უხდება როგოც სწორ თმას, ასევე ხვეულს.

 

461322493PH00112_71st_Annua

2. „ელფის“ ვარცხნილობა – ამის კარგი მაგალითია „ოქროს გლობუსის“ მფლობელი მსახიობის, რობინ რაიტის სტილი. ეს მოკლე ვარცხნილობა იძლევა საშუალებას ზედმეტი ჩარევისა და სალონში ვიზიტების გარეშეც, ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ. ის ძალიან უხდება ოვალური ფორმია სახის ქალბატონებს. ამავდროულად, თმა უნდა იყოს ხშირი და ადვილად იბანებოდეს. თუ თქვენი თმა თხელი და სწორია, მაშინ აქცენტი გააკეთეთ გრძელ „ჩოლკასა“ და კრეატიულ ფერზე. ამ ვარცხნილობას მოუხდება მოცულობაც და 4-6 კვირაში ერთხელ ვიზიტი სტილისტთან, სხვა შემთხვევაში ის ეფექტს ვერ შეინარჩუნებს.

 

483639805AW107_Draft_Day_Pr

3. გრძელი „ჩოლკა“-ესაა საუკეთესო საშუალება გააცოცხლოთ ნებისმიერი, უკვე მობეზრებული სტილი. ეს მოგცემთ საშუალებას ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ დ აქ მთავარი დატვირთვა თვალებზე მოდის. თუ „ჩოლკა“ სწორია, შეიძლება მინიმალისტური მაკიაჟის გაკეთებაც. იდელაურია ჯენიფერ გარნერის მაგალთიც. ძალიან დიდი შეცდომაა სველი „ჩოლკის“ გაშრობა ფენით. ასეთ დროს ის 80-იანი წლების უგემოვნო სტილს ემსგავსება.

 

4

4. ბობ-კარე-ეს ვარცხნილობა იმითაა უნიკალური, რომ ყველა სტილის ქალბატონს უხდება. მრგვალი ფორმი სახის შემთხვევაში ეს კარე ქუდს ემსგავსება. ამ ვარცხნილობის დიდი თაყვანისმცემელია ანა ვინტური

 

180693635JM023_Premiere_Of_

5. გრძელი თმა-თქვენ ალბათ გსმენიათ, რომ ეს სტილი არაა რეკომენდებული 40 წელს გადაცილებული ქალებისთვის. გამონაკლისია ისეთი სწორი თმა, როგორიც აქვს გვინეთ პელთროუს. გვინეთ პელთროუ ამ ვარცნილობას იმისთვის ირჩევს, რომ დაფაროს კვადრატული სახის ფორმა. ასეთი თმა ჯობს ბუნებრივად შრებოდეს და მხოლოდ ამის შემდეგ მოახდინოთ მათი კორექცია ფენით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g