LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 წლის ბავშვზე სექსუალური ძალადობისთვის ბრალდებულ მამაკაცს 15 წელი მიუსაჯეს

90
არასრულწლოვანზე ძალადობა

პროკურატურის ცნობით, კაცს, რომელმაც დმანისის რაიონის სოფელ მამულაში 5 წლის ბავშვის ასაკობრივი უმწეობით ისარგებლა და მის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა, 15 წელი მიუსაჯეს. უწყების ინფორმაციით, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში ს.ა. სრულად დამნაშავედ  ცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ს.ა.-მ ისარგებლა 5 წლის ბავშვის ასაკობრივი უმწეობით, რომელიც ვერ აცნობიერებდა მის მიმართ განხორციელებული ქმედებების მნიშვნელობას და მის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა.

“სამართალდამცველებმა ს.ა. 2021 წლის 9 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა,” – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოპულარულები