მას შემდეგ, რაც Toyota RAV4 გამოჩნდა, 24 წელი გავიდა. ამ დროში ავტომობილმა ხუთი გენერაცია და უამრავი სპეცვერსია გამოიცვალა. ავტოექსპერტებმა იაპონური ქროსოვერის ხუთი ყველაზე ნაკლებად ცნობილი შესრულება გამოაქვეყნეს.
ცოტამ თუ იცის, რომ პირველი თაობის Toyota RAV4-ს ელექტრო ძრავი ჰქონდა. ასეთ ავტომობილს ძირითადად დიდი ფირმები იძენდნენ, ხოლო 1997-2003 წლებში ფიზიკურ პირებთან მხოლოდ 328 ერთეული RAV4 EV მოხვდა.
მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე სულ რაღაც 125კმ/საათია, ის რალიში იღებდა მონაწილეობას. თუმცა, Toyota RAV4 EV Rally-ს უფრო ხშირად ტექნიკური სამუშაოებისთვის იყენებდნენ.
ქროსოვერის მეორე თაობას გერმანიაში Toyota Motorsport GmbH ტიუნინგ პაკეტით ყიდდა. გარდა გაუმჯობესებული დიზაინისა, Toyota RAV4 TTE Performance Kit-მა სპორტული მაყუჩი და შემოკლებული ზამბარები მიიღო.
ვერსია Toyota RAV4 SR180 დიდი ბრიტანეთისთვის იყო განკუთვნილი. ასეთი ავტომობილი აღჭურვილი იყო 180 ცხენის ძალიანი ფორსირებული ძრავითა და მრავალი სასარგებლო პციით.
2012 წელს RAV4 EV-ს სიმძლავრე არსებითად გაიზარდა, ამის შემდეგ „პაიკს-პიკის“ რბოლისთვის მოდიფიკაცია Toyota RAV4 EV Pikes Peak გამოუშვა. ავტომობილის მართვა NASCAR-ის მრბოლელს სტივ უიკჰემს მიანდეს.