LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

50-მდე გვირაბი და ამდენივე ხიდი – რიკოთზე ავტობანის მშენებლობის პროექტირება იწყება

77

რიკოთის უღელტეხილზე,  52 კილომეტრზე ავტობანის მშენებლობის პროექტირება იწყება. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი სეთურიძემ ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით,  ასეთი სირთულის პროექტი ევროპაში დღეს არსად მიმდინარეობს. 4-ზოლიანი გზის პროექტირებისთვის მომდევნო 1 წლის განმავლობაში, 40 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება. ალტერნატიულ მარშრუტად ხარაგაულის შემოვლითი გზა განიხილება.

მისი თქმით, დაგეგმილია 100 ლიკომეტრიანი მონაკვეთის მსენებლობა, რადგან ამჟამად უკვე აშენებულია 150 კილომეტრი ჩქაროსნული ავტობანი. ავტობანს ექნება განშტოებებიც – ახალი გზები მივა ფოთსა და ანაკლიაში.

ჩუმათელეთი-არგვეთას 52 კმ-იანი თანამედროვე სტანდარტების საავტომობილო გზის მონაკვეთის ასაშენებლად 50-მდე გვირაბის და ამდენივე ხიდის აშენებაა საჭირო.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ცოტა ხნის წინ “ფორტუნას” განუცხადა, რიკოთზე იქნება ავტობანი მაქსიმუმ სამ წელიწადში გვექნება. მაშინ ჯავახიშვილმა განმარტა, რომ მონაკვეთი დაყოფილია ოთხ ლოტად (F1, F2, F3, F4).  პირველი ლოტის მშენებლობას მსოფლიო ბანკი აფინანსებს, მეორე, მესამე და მეოთხე ლოტებს კი ”აზიის განვითარების ბანკი” ”აზიის საინვესტიცო ბანკთან” ერთად.

”მომავალ წელს სამუშაოები უნდა დავიწყოთ. რაც ადრე დავიწყებთ მით უკეთესი. ეს ინება მაქსიმუმ 30 თვე და ჩვენ უკვე გვექნება რიკოთზე ავტობანი” – განუცხადა ”ფორტუნას” ჯავახიშვილმა.

გზების მშენებლობა სხვა მიმართულებითაც იგეგმება. კერძოდ, აშენდება:  საირმე – აბასთუმნის დამაკავშირებელი მოკლე გზა, იმერეთიდან რაჭასთან დამაკავშირებელი გზა,  გოდერძის უღელტეხილზე გზა,  სვანეთის მიმართულებით  უმოკლესი გზა და ასევე ყაზბეგი – ხევსურეთი – თუშეთის დამაკავშირებილი გზა, რომელიც იქნება ევროპაში ყველაზე გრძელი, ექსტრემალაური გზა, სადაც მომავალში შესაძლებელი გახდება ტურისტული კლასტერების წარმოქმნა.