LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

500 000-მდე მიგრანტი ლეგალურ სტატუსს მიიღებს – ცნობილია ქვეყანა, რომელიც ისტორიულ პროგრამას იწყებს

1119
2026-02-02_02-14-05_126424

ესპანეთმა დაამტკიცა ისტორიული გეგმა, რომელიც 500 000 მიგრანტისთვის, ლეგალური სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ ეს ნაბიჯი მიგრაციის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებაა ბოლო წლების განმავლობაში.

ვის შეეხება ლეგალიზაცია

რეგულარიზაციის პროცესში ჩართვა შეუძლიათ იმ ადამიანებს, რომლებიც შემდეგ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ:

იმყოფებოდნენ ესპანეთში, სულ მცირე, 5 თვის განმავლობაში 2025 წლის 31 დეკემბრამდე;
არ აქვთ კრიმინალური ისტორია;
2025 წლის 31 დეკემბრამდე უკვე შეტანილი აქვთ თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადი.

დრო და პროცედურები

ახალი რეგულაციის მიხედვით, ლეგალიზაციისთვის განაცხადების მიღება დაიწყება 2026 წლის აპრილის დასაწყისში და ივნისის ბოლოს დასრულდება. განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში ადამიანი თავდაპირველად იღებს ერთწლიან საცხოვრებელ და სამუშაო უფლებას და შეუძლია ლეგალურად დასაქმდეს ნებისმიერ სფეროში, ესპანეთის ნებისმიერ რეგიონში.

არსებული ინფორმაციით, ხელისუფლება პირობას დებს, რომ ყველა განაცხადს სამი თვის განმავლობაში დაამუშავებს და ლეგალიზაციის მსურველებს სამუშაო ნებართვა დოკუმენტების წარდგენიდან 15 დღის ვადაში მიეცემათ. ესპანეთში ხუთთვიანი ბინადრობის დამადასტურებელი საბუთი შეიძლება იყოს, მაგალითად, პიცის შეძენის ქვითარი ან გამოყენებული მეტროს ბილეთი. ქვეყანაში ამჟამად მყოფი არალეგალი იმიგრანტების არასრულწლოვანი შვილებიც მიიღებენ ბინადრობის ნებართვას. განაცხადების წარდგენა შესაძლებელია შესაბამის ოფისებში ან ონლაინ.

ბინადრობისა და სამუშაო ნებართვების გაცემა თავიდან ერთი წლით იგეგმება, განახლების უფლებით. ბავშვების დოკუმენტები ხუთი წლის ვადით გაიცემა. აქამდე არსებული კანონმდებლობით, ლეგალიზაციის მსურველებს ქვეყანაში მინიმუმ ორი წლის განმავლობაში ცხოვრება, დასაქმების ხელშეკრულების, ჯანმრთელობის დაზღვევის, სამშობლოში კარგი ქცევის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა და ესპანეთში, საცხოვრებელ ადგილას, შესაბამისი ქცევის დამადასტურებელი საბუთი მოეთხოვებოდათ. ყველა ეს მოთხოვნა ახლა უქმდება.

პროცესი გულისხმობს იმას, რომ განაცხადის დამტკიცების შემდეგ იმიგრანტი შედის ლეგალურ და სამართლიან შრომის ბაზარზე, რაც აძლიერებს მისი, როგორც მუშახელის, პოზიციას, ასევე, საშუალებას აძლევს მას, მიიღოს სოციალური მომსახურებები, ჯანდაცვა და სხვა ადამიანური უფლებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g