LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

51 წლის სინდი კროუფორდის სექსუალური ფოტოსესია “ვერსაჩეს” სამოსში (ფოტო)

163

ცნობილია, რომ სინდი კროუფორდი 90-იან წლებში ლეგენდარული დიზაინერის, ჯანი ვერსაჩეს საყვარელი მოდელი იყო. 51 წლის კროუფორდმა ვერსაჩეს სამოსი InStyle magazine-ის ახალი ნომრისთვის კიდევ ერთხელ მოირგო და ამით პატივი მიაგო გარდაცვლილი დიზაინერის ხსოვნას. ვერსაჩე ყოველთვის აღმერთებდა ძლიერ და სექსუალურ ქალებს, ვინც არასოდეს ეგუებოდა ძალადობას. ამდენად ახალ ფოტოსესიაში სინდი კროუფორდმა აქცენტი ქალის სექსუალურობასა და სიძლიერეზე გააკეთა.

ჟურნალის ქავერისთვის შექმნილ ფოტოებზე კროუფორდი მოდელ მამაკაცებთან ერთად, ცნობილი ბრენდის სხვადასხვა სამოსში პოზირებს. ყველა ეს კოსტიუმი დონატელა ვერსაჩემ სპეციალურად 2018 წლის კოლექციისთვის შექმნა და სინდის ფოტოებსაც გამაოგნებელი უწოდა.

InStyle magazine-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სინდი კროუფორდი ჯანი ვერსაჩესთან ურთიერთობასაც იხსენებს. ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტად კი ლეგენდარული დიზაინერის ის ჩვენება მიაჩნია, რომელშიც მონაწილეობას კრისტი ტარლინგტონი, ლინდა ევანგელისტა და ნაომი ქემბელი იღებდნენ: „ჯანი პირველი იყო, ვისაც სურდა ქალს თავი ლამაზად ეგრძნო. დონატელა მისი პირველი მუზა იყო, ჯანი ყოველთვის ითვალისწინებდა მის აზრს“, – იხსენებს სინდი კროუფორდი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g