52 წლის ჰოლი ბერი კინოპრემირების იშვიათი სტუმარია, თუმცა საკუთარი პროდიუსინგით შექმნილი სერიალი მან ჰოლივუდში თავად წარადგინა. ბერი წითელ ხალიჩაზე „ელი სააბის“ მინი-კაბაში გამოჩნდა, რომლსაც ყელსახვევი შეუხამა. კაბა კი, ულამაზესი პრინტითა და მაქმანით იყო გაფორმებული.
ცნობილია, რომ სერიალი „ბუმერანგი“ 1992 წელს გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმის ადამპტირებული ვერსიაა. ფილმში მთავარ როლებს ჰოლი ბერი და ედი მერფი ასრულებდნენ. თუმცა ამჯერად ბერი პროდიუსერის ამპლუას დასჯერდა.