ჰოლი ბერი ყოველ ჯერზე ამტკიცებს, რომ ასაკი მისთვის დაბრკოლება არაა. 52 წლის ოსაკროსანი მსახიობი ამჯერად ნიუ-იორკის ერთ-ერთ სასტუმროსთან მაშინ გადაიღეს, როდესაც ის სასტუმროს ტოვებდა და ჯიმი ფელონის შოუს ჩაწერაზე მიემართებოდა.
მსახიობი ბრწყინავდა ჭრელ, ყვავილებიან მოკლე კაბაში, რომელიც მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ჰქონდა შეხამებული. ბერიმ ფეხსაცმელის ფერი საგანგებოდ შეუხამა მისი კაბის ყვავილების ფერს. რაც ეხება ვარცხნილობას, ამჯერად მსახიობმა აქცენტი გაშლილ თმასა და მინიმალისტურ მაკიაჟზე გააკეთა.