მსახიობი კამერონ დიასი, რომელიც 90-იანი წლების ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი იყო, დიდი პაუზის შემდეგ ეკრანზე ბრუნდება. 52 წლის მსახიობმა ამის შესახებ პირველად სასტუმრო „რიცში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. „ფორბსის“ ვერსიით ერთ-ერთმა ყველაზე ლამაზმა ქალბატონმა განაცხადა, რომ კინოდან წასვლის გადაწყვეტილება არ უნანია, თუმცა მიხვდა, რომ ამჯერად დაბრუნების დროა.
კამერონის ბოლო ფილმი „ენნი“, ეკრანზე 2014 წელს გამოვიდა. 2015 წელს მსახიობი ცოლად გაჰყვა ბენჯი მედენს და წყვილს უკვე ორი შვილი ჰყავს. პრესკონფერენციაზე კამერონ დიასი ბრწყინავდა შავი ფერის კლასიკურ როლში. გაშლილ თმასა და მკვეთრ მაკიაჟში, დიასი შეუდარებელი იყო.
როცა კარიერას ოჯახი არჩიე – კამერონ დიასი, დიდი პაუზის შემდეგ, ოჯახთან ერთად გამოჩნდა
კამერონ დიასი და ბენჯი მედენი მშობლები გახდნენ