LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

53 წლის რასელ ქროუ ფოტოგრაფებმაც ვერ იცნეს (ფოტო)

900

ოსკაროსანი მსახიობი, „გლადიატორისა“ და „ბრწყინვალე გონების“ ვარსკვლავი რასელ ქროუ ამჯერად სიდნეიში იმყოფება.  53 წლის მსახიობი ფოტოგრაფებმა მაშინ გადაიღეს, როცა ის 11 წლის ვაჟთან და პირად ასისტენტთან ერთად ერთ-ერთ სატადიონზე საკალათბურთო მატჩს ადევნებდა თვალს. „ადიდასის“ სამოსში გამოწყობილმა ვარსკვლავმა მოგვიანებით კალათბურთი თავადაც ითამაშა.

ცნობილია, რომ მსახიობისა და მისი ყოფილი მეუღლის, დენიელ სპენსერის ვაჟი კალათბურთითაა გატაცებული და ყოფილი მეუღლეები ხშირად ერთად ადევნებენ თვალს შვილის თამაშს, ამჯერად დენილი ქროუს პირადმა ასისტენტმა ჩაანაცვლა.

რასელ ქროუ იმდენად მომატებულია წონაში, რომ მისი ცნობა პრაქტიკულად შეუძლებელია. შესაძლოა ეს მისი ახლი როლისთვის შექმნილი ახალი იმიჯის ბრალია, რადგან ოსკაროსანი მსახიობი 2018 წელს ერთდროულად ორ ახალ პროექტზეა დაკავებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები