ჯენიფერ ენისტონმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, როცა ის ლოს-ანჯელესში ახალი ფილმის „იდუმალი მკვლელობა 2“-ის პრემიერას დაესწრო. 54 წლის ვარსკვლავი ფანტასტიკურად გამოიყურებოდა „ვერსაჩეს“ ულამაზეს ვერცხლისფერ მინი-კაბაში, რომელიც ბისერებით იყო გაფორმებული. ანსამბლს მსახიობმა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და სადა მაკიაჟი შეუხამა.
ცნობილია, რომ ენისტონი აქტიურად არის დაკავებული სპორტით და ჯანსაღი ცხოვრების წესს იცავს. ამის დასტურია მისი ბოლოდროინდელი გამოსვლები წითელ ხალიჩაზე, სადაც ყოველ ახალ ფოტოზე, ის კიდევ უფრო მშვენიერია.