პრესაში არაერთხელ დაიწერა იმის შესახებ, რომ მრავლობითი ოპერაციების შემდეგ მეგ რაიანი საგრძნობლად შეცვლილია. მსახიობი ბოლო დროს იშვიათან ჩნდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. გულშემატკივარები არც მისი პაპარაცული ფოტოებითა არიან განებივრებულები. ამჯერად 54 წლის მსახიობი მანჰეტენში შოპინგის დროს დააფიქსირეს.
ფოტოებზე მეგ რაიანი აღარ გავს 90-იანი წლების სუპერვარსკვლავს. მიუხედავად იმისა, რომ ამჯერადაც ფანტასტიკურ ფორმაშია, რაიანს გარეგნობა რადიკალურად აქვს შეცვლილი. შოპინგზე მას შავი ფერის სამოსი და სპორტული ფეხსაცმელი ეცვა. მსახიობი ტელეფონზე საუბრობდა და ყურადღებაც არ მიუქცევია ცნობისმოყვარე პაპარაცებისთვის.
შეგახსენებთ, რომ მეგ რაიანი გასულ წელს დაშორდა ბოიფრენდ ჯონ მელენკამპს. ის ამჯერად ნიუ-ორკში 2 შვილთან ერთად ცხოვრობს.