Tony Awards 2016-ის დაჯილდოვება წელს განსაკუთრებული გამოდგა, რადგან ის საიუბილეო გახლდათ. 70 წლის იუბილეზე თეატრალური სამყაროს ვარსკვლავებმა მოიყარეს თავი. „ბროდვეული ოსკარის“ წითელ ხალიჩაზე წელს ისეთი ვარსკვლავები ბრწყინავდნენ, როგორებიც არიან გლენ ქლოუზი, ბარბარა სთრეიზანდი, ქეით ბლანშეტი, ლუპიტა ნიონგო და სხვები.
მეგ რაიანმა მოახერხა და დაჯილდოვების მთავარი სენსაცია გახდა. როგორც ჩანს, მრავლობით პლასტიკურ ოპერაციებს მსახიობმა კიდევ რამდენიმე მიუმატა და მისი ცნობა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა.