დაავადებთა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა 2020 წლის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა. 2020 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში ყველა მიზეზით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა აღემატება წინა წლების ანალოგიურ მაჩვენებელს.
ანგარიშის ერთი თავი კორონავირუსით განპირობებულ სიკვდილიანობას ეთმობა .
2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კორონავირუსით დაავადებულებში ლეტალურად დასრულდა 2 528 შემთხვევა (ლეტალობის მაჩვენებელი 1.1%).
დოკუმენტის მიხედვით, COVID-19–ით გარდაცვლილთა ასაკობრივ სტრუქტურაში 70 წელზე ნაკლები პაციენტები 43%-ს შეადგენდნენ, 30% – 70-79 წლის და 27% – 79 წელზე მეტი ასაკის პაციენტებზე მოდიოდა.
სქესის მიხედვით 55.4%-ს შეადგენდნენ კაცები და 44.6% – ქალები.
ანგარიშის მიხედვით, კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა 62.2%-ს
აღენიშნებოდა სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება, მათ შორის 52%-ს (95% CI 49.6-
54.1) აღენიშნებოდა კარდიოვასკულური დაავადებები და ჰიპერტენზია, დიაბეტი – 17.3%-ს (95%
CI 18.7-22.5), ხოლო ონკოლოგიური დაავადება – 4.3%-ს (95% CI 3.4-5.2).
ანგარიშის მიხედვით, ყველა გარდაცვლილი პაციენტის შემთხვევაში დაავადების სიმძიმე იყო მძიმე ან კრიტიკული.
ყველა შემთხვევაში დაავადება გართულებული იყო სუნთქვის უკმარისობით. გარდაცვლილთა
98.2%-ს აღენიშნებოდა პნევმონია (95% CI 97.5-98.7), რესპირაციული დისტრეს სინდრომი
აღენიშნა გარდაცვლილ პაციენტთა 25.4%-ს (95% CI 23.5-27.4), ხოლო 23.5%-ში განვითარდა
გულის უკმარისობა (95% CI 21.6-25.4.9).