ამერიკის კინოკრიტიკოსთა საზოგადოებამ კინოსა და ტელევიზიის ვარსკვლავები გამოარჩია, განსაკუთრებით საინტერესო წითელი ხალიჩა გამოდგა, სადაც უამრავ ვარსკვლავს შორის გაიბრწყინა ჰოლი ბერიმაც.
55 წლის „ოსკაროსანი“ მსახიობი შეუდარებელი იყო „კრისტიან სირიანოს“ კოქტეილის მინი კაბაში. ეს გახლდათ ატლასის წითელი კაბა ორიგინალური მკლავებით, მასიური ქამრითა და შლეიფით. ანსამბლს კი მსახიობმა მაღალქუსლიანი, „სვაროვსკის“ თვლებით გაფორმებული ფეხსაცმელი შეუხამა.
წითელ ხალიჩაზე ჰოლის პარტნიორობას ბოიფრენდი, ვან ჰანტი უწევდა.
51 წლის ჰოლი ბერი ,,ოსკარზე” ახალი შეყვარებულითა და ახალი ვარცხნილობით გამოჩნდა