LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

550 ათასი დასაქმებული სამუშაო ადგილს შეინარჩუნებს – საგადასახადო შეღავათი კომპანიებისთვის

127
gadasaxadebii-max-700

საგადასახადო კოდექსში ცვლილებები იგეგმება. დეპუტატ  ბექა ლილუაშვილის ინფორმაციით, ცვლილებები შეეხება საშემოსავლო გადასახადს და 42 ათასამდე კომპანიას.

ცვლილებების თანახმად, 1-ელი დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში, დამსაქმებელი უფლებამოსილი იქნება, 750 ლარამდე ხელფასის საშემოსავლო გადასახადი ბიუჯეტში არ გადაიხადოს. ეს ვრცელდება იმ დასაქმებულებზეც, რომელთა ხელფასიც, ერთი თვის განმავლობაში, შეადგენს 1 500 ლარს ან ნაკლებს.

„ჩვენ ეტაპობრივად ვახორციელებთ ანტიკრიზისულ ღონისძიებებს, რომელიც 4 ეტაპად ხორციელდება. მიმდინარე წლის ფარგლებში ანტიკრიზისული ღონისიძიებების მიმართულებით 2.8 მილიარდი ლარი დაიხარჯა. იგივე სულისკვეთებაა ასახული მომდევნო წლის ბიუჯეტშიც, სადაც ანტიკრიზისული ღონისძიებების მიმართულებით იგეგმება 1.4 მილიარდ ლარზე მეტი რესურსის დახარჯვა და ამ ანტიკრიზისული ღონიძიებების ნაწილი საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს, კერძოდ, დღეს ბიუროს სხდომაზე განიხილება ანტიკრიზისული ღონისძიებების მე-4 ეტაპით დაგეგმილი სხვადასხვა სახის ბიზნესის მხარდაჭერისთვის საჭირო ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რაც ითვალისწინებს კერძო სექტორისთვის და ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათების დაწესებას, რომ მაქსიმალურად შევამსუბუქოთ წნეხი მათ ფინანსურ მდგომარეობაზე, რომ მათ შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები.

ეს პროგრამა ძალიან ნაცნობია ჩვენი კერძო სექტორისთვის. ეს კონკრეტული ღონისძიება 42 000-მდე კომპანიისთვის არის ხელმისაწვდომი და მათ შეუმსუბუქებს ამ ტვირთს და 550 000 დასაქმებულისთვის იქნება იმისა გარანტი, რომ შენარჩუნებული იქნება მათი სამუშაო ადგილები“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g