57 წლის უილ სმიტს სექსუალურ შევიწროებასა და თანამშრომლის უკანონო გათავისუფლებაში ადანაშაულებენ. მსახიობის წინააღმდეგ სარჩელი მისმა გუნდის წევრმა, მევიოლინე, ბრაიან კინგ ჯოზეფმა შეიტანა.
სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, უილ სმიტმა ახალგაზრდა მუსიკოსი 2024 წელს, სან-დიეგოში გამართული კონცერტისთვის დაიქირავა, რის შემდეგაც ჯოზეფი მსახიობის საკონცერტო ტურნეს სრულფასოვანი წევრი გახდა.
ჯოზეფის თქმით, თავდაპირველად მათი ურთიერთობა მხოლოდ საქმიანი იყო, თუმცა, მოგვიანებით სმიტის ქცევამ მისი პირადი საზღვრები დაარღვია.
მოსარჩელის მტკიცებით, მსახიობი მის მიმართ იყენებდა ფრაზებს, რომლებიც არაკომფორტულ გარემოს ქმნიდა და მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა.
სარჩელში აღნიშნულია, რომ სმიტმა მას უთხრა: „მე და შენ განსაკუთრებული კავშირი გვაქვს, ისეთი, როგორიც სხვებთან არ მაქვს“, რის შემდეგაც, ჯოზეფის განცხადებით, დაიწყო მანიპულაციური ქცევა.
საქმეში კრიტიკულ მომენტად სახელდება ინციდენტი, რომელიც 2025 წლის გაზაფხულზე, ლას-ვეგასში გამართული ტურნეს დროს მოხდა. ჯოზეფის თქმით, სასტუმროს ნომერში დაბრუნების შემდეგ მუსიკოსმა შენიშნა, რომ ოთახში ვიღაც იყო ნამყოფი.
მას დახვდა წერილი, რომელშიც შემდეგი სიტყვები ეწერა: „ბრაიან, დავბრუნდები არაუგვიანეს 5:30-ისა, მხოლოდ ჩვენ ორნი ვიქნებით…“.
ამ გარემოებებმა ჯოზეფს გაუჩინა ეჭვი, რომ მის ნომერში უილ სმიტი უნებართვოდ შევიდა.
მუსიკოსმა მომხდარის შესახებ პოლიციას და მსახიობის გუნდს აცნობა, თუმცა, მისი თქმით, საქმეს განვითარება არ მოჰყოლია. ცოტა ხანში იგი დაადანაშაულეს ცრუ ბრალდებების გამოგონებაში და სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ბრაიან კინგ ჯოზეფის განცხადებით, ამ მოვლენების შემდეგ მან სერიოზული ფსიქოლოგიური და ფინანსური სირთულეები განიცადა. ამჟამად ის სასამართლოში საკუთარი უფლებების დაცვას და კომპენსაციის მიღებას ცდილობს.
ამ დრომდე უილ სმიტის წარმომადგენლობას კომენტარი არ გაუკეთებია.
შერიგება თუ მეგობრობა – უილ სმიტი და ჯადა პინკეტ სმიტი ერთწლიანი განშორების შემდეგ, ერთად გამოჩნდნენ
ჯერ კიდევ ქორწინებაში მყოფი უილ სმიტი ესპანელ მომღერალთან რომანში ამხილეს
უილ სმიტი 20 წლის შემდეგ ახალ დისკს გამოუშვებს