LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„6-ჯერ ვცადე პროექტში გასვლა, როგორც იქნა გამიმართლა.. ყველაზე რთული ჩემი ოჯახის გარეშე ყოფნაა და არა რამდენიმე კვირა მეტროში ცხოვრება..“ – ნინი ბრეგვაძე

2289
ვოისი

„საქართველოში კარგი სტარტი მქონდა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ უფრო მეტი შემეძლო.. ჩვენს ქვეყანაში განვითარების საშუალება არ მექნებოდა,“ – მომღერალმა და ამერიკული მუსიკალური პროექტის The Voice-ის მონაწილე ნინი ბრეგვაძემ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემაში, „დილა მშვიდობისა საქართველო,“ თავის ამერიკულ თავგადასავალსა და მიღწევებზე ისაუბრა.

როგორც ნინი ამბობს, მას ყოველთვის სურდა ამერიკაში ცხოვრება და ამის მისაღწევად უამრავი პრობლემა და სირთულე გადალახა.

„რომ მცოდნოდა როგორი რთული იქნებოდა, შესაძლოა არც წავსულიყავი..

ჩასვლისას, ადამიანი, რომელიც უნდა დამხვედროდა ვერ დამხვდა და ქუჩაში დავრჩი.. არც პირველი და არც უკანასკნელი ქართველი ვარ ვისაც ასე დაემართა.

კვირაზე მეტი გავატარე ნიუ-იორკის მეტროში შემდეგ კი გადავწყვიტე ჩემი სიამაყე გვერდზე გადამედო და დამერეკა ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც ვიცნობდი..

ჩემი მეგობარი საბა დამეხმარა, მასთან გადავედი საცხოვრებლად ბრუკლინში, სააგენტოების დახმარებით ვიპოვე ჩემი პირველი სამსახური.. ბურიტოებს ვაკეთებდი, საშინლად მეზიზღებოდა ეს საქმე.. მალევე ვიპოვე სამსახური სადაც სიმღერას შევძლებდი.

შაბათ-კვირას ვმღეროდი, კვირის დღეებში კი მიმტანად ვმუშაობდი.. წლების განმავლობაში..

დროთა განმავლობაში დავიწყე რესტორნებში და ქორწილებში სიმღერა.

ყველაზე რთული ჩემთვის არის ყოველდღიური ცხოვრება, ჩემი ოჯახის გარეშე გატარებული და არა რამდენიმე კვირა მეტროში ცხოვრება.

6 ჯერ ვცადე რეალურად ამ პროექტში [The Voice] გასვლა.. ძალიან რთულია ასეთ პროექტებში მოხვედრა.

როგორც იქნა შრომა დამიფასდა და მეც გამიმართლა.

120 ადამიანი შეგვარჩიეს აქედან 100 დარჩა, რომლებმაც ფსიქოლოგიური ტესტი გავიარეთ.

თითო გუნდში 14 ადამიანი რჩება ჯამში 56 ადამიანი გადავიდა შემდეგ ტურში.

იმდენად დიდი სურვილი მქონდა ოთხივე მწვრთნელის შემოტრიალების, რომ სამყარომ მისმინა.

მე გვენთან ვაპირებდი წასვლას, მეორე ვერიად ნაილს ვფიქრობდი, თუმცა ნაილმა ისე გაიგიჟა თავი.. როგორ გავუძლო მის ლამაზ თვალებს თქო და ნაილი ავირჩიე.. ეს ხუმრობით, ვცდილობ  გული რასაც მიკარნახებს ისე მოვიქცე.. დავინახე, რომ ნაილს ყველაზე მეტად უნდოდა ჩემთან მუშაობა და ამიტომ ავირჩიე ის.

შემდეგი ეტაპი არის„ რინგები“, სადაც შევებრძოლები ჩემივე გუნდიდან ერთ-ერთ წევრს, ამას ძალიან მალე გაიგებთ მომავალი კვირის სამშაბათიდან,“ – ამბობს მომღერალი.

ვიდეო: ნინი ბრეგვაძე One Direction-ის სოლისტს ეხუტება, რომელიც საკუთარ მწვრთნელად დაასახელა

საოცარი პერფორმანსი: ნინი ბრეგვაძემ ამერიკის The Voice-ში ჟიურის ოთხივე წევრი შემოატრიალა

ვიდეო: „პირდაღებულ ჟიურიზე ვგიჟდები ქართველები რომ აგიჟებთ ხოლმე“ – გულშემატკივრების შეფასებები და The Voice-ის მონაწილე ნინი ბრეგვაძის ემოციები საკუთარი გამოსვლის ნახვისას

„როდესაც ამერიკაში ჩამოვიდა უსახლკარო იყო და მეტროში ცხოვრობდა“ – NBC-ის ვრცელი სტატია ნინი ბრეგვაძის შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g