LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 კრიტიკული და 23 მძიმე პაციენტი, 2 ინფიცირებულის წყარო უცნობია – მარინა ეზუგბაია კოვიდინფიცირებულებზე

192
BeFunky-collage (92)

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი აცხადებს, რომ საქართველოში დადასტურებული ახალი შემთხვევებიდან 2 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია. მარინა ეზუგბაიას განმარტებით, კორონავირუსით ინფიცირებული 236 პაციენტიდან 6-ის მდგომარეობა კრიტიკულია, 23 კი მძიმედ ფასდება.

“10 ახალი შემთხვევიდან ერთი არის ლენჯერი, ერთი ქობულეთი, ანუ სასტუმრო „ჰავანა“, ერთი კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან, 4 შემოტანილი შემთხვევაა, საიდანაც ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ერთი სამედიცინო პერსონალია და 2-ის ინფიცირების წყარო უცნობია”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. გუშინ გვყავდა 6 კრიტიკული პაციენტი, ერთის მდგომარეობა გაუმჯობესდა და გადაყვანილია მძიმეთა სიაში, მაგრამ დაგვემატა ერთი ახალი კრიტიკული პაციენტი და კვლავ  ექვსი კრიტიკული პაციენტი გვყავს. მძიმეთა სიაში პაციენტების რაოდენობა 23-ია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კიდევ 10 ადამიანი დაინფიცირდა

მისივე ინფორმაციით, ინფექციურ კლინიკას ახალი პაციენტი არ დამატებია. შესაბამისად, საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით 34 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

„ჩვენს ცენტრში 34 დადასტურებული შემთხვევა გახლავთ, მძიმეთა სიაში სამი პაციენტი გვყავს. სხვა პაციენტების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია“, – აცხადებს მარინა ეზუგბაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები