მსოფლიო მედიის ყურადღება ახლა Met Gala 2025-ის წითელი ხალიჩისკენაა მიმართული. ჩვენ უკვე არაერთი შთამბეჭდავ „ლუქი“ ვიხილეთ.
ფოტო/ვიდეო: რიანამ მორიგი ფურორი მოახდინა – 37 წლის არტისტი კვლავ ორსულადაა
ამჯერად, თქვენი ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ლეგენდარული არტისტის, დაიანა როსის გასაოცარ გამოჩენაზე, რომელიც ღონისძიებას 22 წლის შემდეგ დაესწრო.
81 წლის ვარსკვლავი წლის ყველაზე მოდურ „ივენთზე“ Ugo Mozie-ის პომპეზური კაბით მივიდა. ეს გახლდათ სხეულზე მომდგარი ვერცხლისფერი კაბა, რომელსაც მან უზარმაზარი მოსასხამი და დიდი ზომის ქუდი შეუხამა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ როსის „ლუქი“ წლევანდელ Met Gala-ზე ყველაზე დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. მის 6 მეტრამდე კრისტალებით მორთულ შლეიფიან თეთრ მოსასხამს, მისი შვილებისა და შვილიშვილების სახელები ჰქონდა ამოქარგული.
რა დაემართა ლეგენდას? – 79 წლის დაიანა როსი წინდებითა და ორმაგი ნიღბით გამოჩნდა
„ვამპირის დღიურების“ ვარსკვლავი მაიკლ ჯექსონის ბიოპიკში დაიანა როსს განასახიერებს




