LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვამპირის დღიურების“ ვარსკვლავი მაიკლ ჯექსონის ბიოპიკში დაიანა როსს განასახიერებს

138
82887709-0-image-a-4_1711418329973

მსოფლიო ისტორიაში პირველი, ყველაზე მაღალბიუჯეტიანი მუსიკალური ბიოპიკის მოლოდინშია. მალე მაყურებელი მაიკლ ჯექსონის ცხოვრებასა და კარიერას, მისი პერსპექტივიდან დაინახავს. პროექტი, რომლის გადაღებები 155 მილიონი დოლარი ჯდება, 2025 წლის 18 აპრილს გამოვა.

დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მოლოდინში – ჯაფარ ჯექსონი მაიკლ ჯექსონის როლში – მორიგი ფოტოები გადასაღები მოედნიდან

ყველასთვის ცნობილია, რომ 50 წლის ასაკში გარდაცვლილი ლეგენდარული არტისტი არაერთ მის კოლეგასთან მეგობრობდა. მათ შორის იყო დაიანა როსი.

გაირკვა, რომ Michael-ში საკულტო მუსიკოსს, რომელმაც 26 მარტს 80 წლის იუბილე აღნიშნა, სერიალის – „ვამპირის დღიურები“ ვარსკვლავი, კეტ გრეამი განასახიერებს.

ინფორმაცია ამის შესახებ თავად, მადლიერებით სავსე 34 წლის ამერიკელმა მსახიობმაც დაადასტურა.

ცნობისთვის, სატელევიზიო შოუში The Vampire Diaries, რომელიც ლისა ჯეინ სმითის ამავე სახელწოდების რომანების სერიას ეფუძნება, გრეამი ბონი ბენეტის როლს ასრულებდა. სერიალი 2009-დან 2017 წლამდე The CW-ზე გადიოდა და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები