ტროი სივანმა სიმღერის – FF, რომელიც იშიფრება როგორც Fucking Forever, კლიპი წარადგინა. ტრეკი არტისტის მესამე და ფინალური სინგლია მეოთხე სტუდიური ალბომიდან – She’s the Best, რომლის რელიზი 9 ოქტომბერს შედგა.
ვიდეომ სითამამითა და ესთეტიკით დიდი ყურადღება მიიპყრო და ერთ-ერთ ყველაზე განხილვად მუსიკალურ მოვლენად იქცა.
მუსიკალური რგოლის რეჟისორი, მომღერლის დიდი ხნის კოლაბორატორი, გორდონ ფონ შტაინერია. თავად შემსრულებელმა კლიპს მისი კარიერის „ყველაზე გეი ვიდეო“ უწოდა.
ვიდეო გადაღებულია ცნობილ საზაფხულო ლოკაციაზე – Fire Island. ,,ფაირ-აილენდის” გამოყენება ვიზუალურ ფონად სიმბოლურია, რადგან ეს ადგილი ათწლეულების განმავლობაში ქვიარ კულტურისა და თავისუფლების საკვანძო კერას წარმოადგენს.
მუსიკალურ რგოლში სივანის პარტნიორის როლს შვედი მსახიობი, ფელიქს მაირი ასრულებს. კლიპი ასახავს მათ შორის არსებულ ძლიერ ქიმიას და ინტიმურ მომენტებს.
ჩანაწერის პროვოკაციული სახელწოდებისა და თამამი კადრების მიუხედავად, ტროიმ Perfect Magazine-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს არის „მარადიული სიყვარულის სიმღერა კაცზე, რომელიც ჯერ არ არსებობს“. ეს არის ერთგვარი მანიფესტაცია და ოცნება იდეალურ, ხანგრძლივ პარტნიორობაზე, რის გამოც კლიპს სევდიანი და მონატრებით სავსე ელფერიც დაჰკრავს.
კრიტიკოსების განცხადებით, ეს ნამუშევარი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ტროი სივანის უნარს, თანამედროვე პოპ-მუსიკაში თამამი ვიზუალური ნარატივები პირად ემოციებს დაუკავშიროს.