შერი თაყვანისმცემლებს დიდ სიურპრიზებს ჰპირდება. ჟურნალ Vogue-თან უახლეს ინტერვიუში მომღერალმა გაამჟღავნა, რომ ის ერთდროულად ახალ ალბომზეც მუშაობს და სრულიად მოულოდნელ დუეტსაც ამზადებს.
80 წლის არტისტმა აღნიშნა, რომ ახალი ნამუშევარი მსმენელისთვის სრულიად მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იქნება.
„ახალ ალბომს ვაკეთებ, თუმცა ამავდროულად ვმუშაობ სიმღერაზე, რომელიც იქნება ყველაზე გიჟური კოლაბორაცია მათ შორის, რაც კი ოდესმე ყოფილა. დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ეს საოცრებაა. ეს არის კოლაბორაცია, რომელსაც ვერავინ წარმოიდგენდა“, – განაცხადა პოპ-როკის ლეგენდამ.
ამ ეტაპზე შერის არ გაუმჟღავნებია საიდუმლო პარტნიორის ვინაობა, სიმღერის გამოსვლის თარიღი და არც ის, შევა თუ არა ეს კონკრეტული ტრეკი მის მომავალ ალბომში.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს შესაძლოა მისი კარიერის ბოლო სტუდიური ალბომი აღმოჩნდეს.

ახალი მუსიკის გარდა, შერი აქტიურად მუშაობს ავტობიოგრაფიული წიგნის მეორე ნაწილზე, რომელიც გაყიდვაში მალე გამოვა.
შერის მემუარები ნოემბერში გამოიცემა