LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6-საათიანი „მოამბის“ პროდიუსერი პოსტს ტოვებს – ამ დრომდე უცნობია, წაიყვანს თუ არა გადაცემას ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი

493
მაია ჭუჭულაშვილი

მაია ჭუჭულაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის 6-საათიანი „მოამბის“ პროდიუსერი ამბობს, რომ უარი თქვა ამ პოზიციაზე მუშაობის გაგრძელებაზე, რომლის წამყვანიც ვასილ ივანოვ-ჩიქოვანია.

ჩიქოვანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე პირდაპირ თქვა, რომ არხზე არის გავლენები, არ ისხმის ხალხის ხმა.

„ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკი ვერ პასუხობს მისი სარედაქციო პოლიტიკით საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებს. ვიმეორებ გავლენა არსებობს, ეს გავლენა არის ვასილ მაღლაფერიძე და ამ პოზიციას არ შევიცვლი“, – თქვა ჩიქოვანმა 30 იანვარს.

ვასილ-ივანოვ ჩიქოვანი ის წამყვანია, რომელიც ეთერიდან ღიად უცხადებს მხარდაჭერას „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს და ითხოვს მის გათავისუფლებას.

„მე ვარ მაია ჭუჭულაშვილი, 6-საათიანი „მოამბის“ პროდიუსერი, რომლის წამყვანიც არის ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. მე ჩემი გადაწყვეტილებით, ხუთშაბათის ბორდის სხდომის შემდეგ, თავად ვთქვი უარი, რომ ვიყო ამ გამოშვების პროდიუსერი. თქვენც ჩაგაყენებთ საქმის კურსში, რა არის ამის მთავარი მოტივაცია და მიზეზი, ამ სხდომებზე ძალიან ბევრი საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ვართ გავლენების ქვეშ, რომ ვასილ მაღლაფერიძის გავლენაა, რომ ვასილ მაღლაფერიძის გავლენის ქვეშ არის ეკა შონია და მერე უკვე ალბათ დანარჩენი ყველა ჩვენ. ეს ძალიან მარტივი თემაა რა, მეტ-ნაკლებად ტელევიზიასთან შემხებლობაში ვინც არის, იმან იცის, რომ ეკა შონია, თავისით, ასე გავლენას ვერ განახორციელებს აბსტრაქტულად, თუ რამე გავლენა უნდა განახორციელოს, მან დავალება მინიმუმ უნდა მოგვცეს ჩვენ, აქ მსხდომ პროდიუსერებს, ჩვენ მერე ეს უნდა ვუთხრათ წამყვანს, ჟურნალისტს და ასე შემდგომ, თუ თქვენ, ან ვინმე, საინფორმაციო სამსახური, მათ შორის ამ გამოშვების წამყვანიც, ერთხელ მაინც იტყვის, რომ პირადად მე ოდესმე მისთვის მითხოვია პირობითად ისეთი რამის გაკეთება, რაც მას არ სურდა, მე ახლავე ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ თქვენ ასეთ ადამიანს მოამბის საინფორმაციო სამსახურში, უბრალოდ ვერ ნახავთ“, – თქვა მან დღევანდელ სხდომაზე მაია ჭუჭულაშვილმა.

ჭუჭულაშვილი ამბობს, რომ 7 წელზე მეტია ამ გამოშვების პროდიუსერია და ამ ხნის განმავლობაში თუ არსებობდა პრეტენზია მისთვის ეს უნდა ეთქვათ. ის ფიქრობს, რომ „7 წელიწად-ნახევარი ადამიანები დუმდნენ, ხმას არ იღებდნენ, და შვიდწელიწად-ნახევრის თავზე უცბად იმიტომ რომ აქცია მოგვადგა კარს ამის შემდგომ ადამიანებმა გადაწყვიტეს რაღაც პროტესტის დაფიქსირება“.

„ტელეფონზე დარეკვა არ შეგიძლიათ? დარეკვა და გარკვევა გთხოვეთ“ – საზოგადოებრივ მაუწყებელთან ხმაური იყო

ცნობისთვის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ბოლო 2 თვის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის ერთ-ერთი მონაწილეა.

ვასილ ივანოვ ჩიქოვანი: „დაუსჯელობის სინდრომი, მწვანე შუქი შავფორმიანებისთვის, რომ მათ შეუძლიათ ყველაფერი გააკეთონ – ეს არაფერია თუ არა, სახელმწიფოს მიტაცების მცდელობა, ავტორიტარიზმი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g