LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 თვის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ თანაგუნდელი აირჩია

92
რამაზ ჯინჭრაძე

ბათუმის საკრებულოს წევრებმა 18 ხმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი რამაზ ჯინჭარაძე თავმჯდომარედ აირჩიეს. მის კანდიდატურას 17 თანაპარტიელის გარდა, მხარი დაუჭირა ოპოზიციური პარტიის, „საქართველოსთვის“ ყოფილმა წევრმა, ირაკლი თავდგირიძემ, რომელსაც ბათუმის საკრებულოში დამოუკიდებელი წევრის სტატუსი აქვს.

სხდომის დაწყებისთანავე საკრებულოს დატოვების გადაწყვეტილება გამოაცხადა პარტია „ლელოდან“ ბათუმის საკრებულოში არჩეულმა ერთადერთმა წევრმა, ირაკლი კუპრაძემ. მან მიზეზად ის დაასახელა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულმა „სამარცხვინო არჩევნებმა“ დემოკრატიული პროცესი დააზიანა და საკუთარ თავს საკრებულოში ვეღარ ხედავს.

დღევანდელ სხდომას ესწრებოდა საკრებულოს კიდევ ერთი დეპუტატი, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი აკაკი გვიანიძე, რომელმაც კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა.

ცნობისთვის, 2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ბათუმის 35-წევრიან საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა. თუმცა, არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენების შედეგად, მმართველმა პარტიამ საკრებულოს თავმჯდომარედ თავისი კანდიდატის გაყვანა შეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g