LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კუპრაძე ბათუმის საკრებულოს წევრის მანდატს ტოვებს – რა მიზეზს ასახელებს ყოფილი დეპუტატი

129
maxresdefault

ირაკლი კუპრაძე ბათუმის საკრებულოს მანდატს ტოვებს – ამის შესახებ სხდომაზე თავმჯდომარემ, ნერიმან ცინცაძემ განაცხადა.

ბათუმის საკრებულოს სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.

სხდომაზე ირაკლი კუპრაძემ იმ მიზეზებზე განაცხადა, რის გამოც დატოვა საკრებულო. მან აღნიშნა, რომ ეს არის მისი პერსონალური გადაწყვეტილება.

„მე საკუთარ თავს პერსონალურად ვერ ვხედავ ამ მოწვევის საკრებულოში, მიმაჩნია, რომ ბევრად უფრო ეფექტური ვიქნები სხვა ფლანგზე ბრძოლით. ვაგრძელებ ბრძოლას, ვაგრძელებ შრომას, ხელმისაწვდომი ვარ თითოეული ჩვენი გულშემატკივრისთვის იმ მხარდაჭერის ფარგლებში. არ ვაპირებთ გაჩერებას და ხელის ჩაქნევას“ – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g