LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 წლის შემდეგ, კიმ კარდაშიანმა სამართალმცოდნეობაზე სწავლა დაასრულა

127
kim-kardashian-lawyer

როგორც იქნა, კიმ კარდაშიანმა საწადელს მიაღწია. ცნობილი გახდა, რომ 6 წლის შემდეგ, მან სამართალმცოდნეობაზე სწავლა დაასრულა.

განათლების მისაღებად და ახალი პროფესიის დასაუფლებლად, კიმმა არატრადიციული გზა აირჩია. ის კალიფორნიის შტატის ,,იურიდიული ოფისის სასწავლო პროგრამაში” ჩაერთო, რაც უნივერსიტეტში სწავლის ნაცვლად, იურიდიულ ფირმაში პრაქტიკას გულისხმობს. ცნობილი ფაქტია, რომ კალიფორნია, ისევე როგორც აშშ-ს სამი სხვა შტატი, მოქალაქეებს კერძო სწავლების შემდეგ, გამოცდის ჩაბარების საშუალებას აძლევს.

კიმს იურისპრუდენციის შესწავლა წარსულშიც სურდა, თუმცა გეგმის განხორციელებას 2019 წელს შეუდგა. მართალია, ის სამართალმცოდნეობის გამოცდაზე რამდენჯერმე ჩაიჭრა, თუმცა ფარ-ხმალი არც ერთხელ დაუყრია.

მიუხედავად იმისა, რომ 44 წლის სელებრითმა იურიდიული სწავლება დაამთავრა, ადვოკატის ლიცენზიისთვის გადამწყვეტი გამოცდის ჩაბარება მოუწევს, რომელსაც მომავალ წელს გეგმავს.

ცნობისთვის, კიმ კარდაშიანი აქტიურად არის ჩართული კრიმინალური მართლმსაჯულების რეფორმაში. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რამდენიმე პატიმრის გათავისუფლებაში. მას იურიდიული კარიერისკენ, ამ რანგში მამის, რობერტ კარდაშიანის წარმატებამ უბიძგა. სიცოცხლეში, რობერტ კარდაშიანი აღიარებული ადვოკატი იყო.

კიმის სწავლების დასრულების აღსანიშნავ ღონისძიებას მისი დები, კორტნი და ქლოი, ასევე შვილები, სეინტი, ჩიკაგო და ფსალმი დაესწრნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები