კლინიკა „კურაციოს“ გუნდმა, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების „60+ კლუბში“, პირველი საპილოტე სესია გამართა.
ექიმებმა მონაწილეებს მისცეს რჩევები გერიატრიაზე, ჯანმრთელი ცხოვრების წესზე და სკრინინგის მნიშვნელობაზე.

შეხვედრა გაიმართა UNFPA-ს, თბილისის „60+ კლუბისა“ და „კურაციოს“ თანამშრომლობით, რომლის მიზანია ხანდაზმულ ასაკში აქტიური და უსაფრთხო ცხოვრების სტილის პოპულარიზაცია.

პროექტი ხორციელდება თბილისის მერიისა და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების ორგანიზებითა და გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) პარტნიორობით.

