პროდუსერი თეონა ჯორბენაძე და ნიკოლოზ რაჭველი პოსტებს აქვეყნებენ.
“ყურადღება!
თუ გყავთ გარშემო კლასიკური მუსიკის მოყვარული 60 წელს გადაცილებული ადამიანები, დედები, მამები, ბებიები, მეზობლები, შეატყობინეთ, რომ კომპანია Gulf Georia და ჩვენი მეგობრის Nincho Jibladze თანადგომით, ხვალ ვიწვევთ ფესტივალის გახსნაზე.
სცენაზეა გიორგი გიგაშვილი მეგობრებთან – გიორგი მარდალეიშვილთან, ნანუკა გოლიაძესთან და ანნა ჭანიასთან ერთად. მოწვეულ სტუმრებს თბილისის მერიის მხარდაჭერით ასევე, მოემსახურებათ უფასო ავტობუსი. 18:45-ზე ავტობუსი იდგება ბაგებში, კუსტბის ასახვევის აპირისპირო მხარეს, რესტორან “წისქვილთან”.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კონცეპტArt-ის მენეჯერს ნუცას 592 888 852.
Ps. ვიდეოში იხილავთ ქალბატონი ლალი ცხოვრებაშვილის კომენტარს, კლასიკური მუსიკის ასეთ ფანებს ჩვენი დიდი პატივისცემა და ძალიან გვიხარია, რომ მათი მოპატიჟების შესაძლებლობა გვეძლევა. ისინი მუდმივად ესწრებიან ჩვენს საღამოებს”,- აღნიშნულია პოსტში.