რობერტ დე ნირო და შონ პენი პაპარაცებმა ერთად მალიბუს ერთ-ერთ რესტორანში გადაიღეს. 78 წლის დენირო და 61 წლის პენი ახლო მეგობრების გარემოცვაში იმყოფებოდნენ და მეგობრული შეხვედრის ფოტოებიც დღეს გამოცემამ „დეილი მეილი“ გაავრცელა.
ყველა დროის საუკეთესო მსახიობები სპორტულ სამოსში იყვნენ გამოწყობილები. შონს ღია ფერის ჯინსის შარვალი და ტყავის ქურთუკი ეცვა, დე ნიროს კი, სპორტული შარვალი და შავი ქურთუკი. მსახიობები დიდი ხნის მეგობრები არიან, მათი პირველი კოლაბორაცია 2008 წელს შედგა ფილმში „ჩვენ ანგელოზები აღარ ვართ“.