სამეგრელოში 60 წლის ქალის გაუპატიურების გამო, 1981 წელს დაბადებული პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
სამეგრელოში 60 წლის ქალზე სექსუალურად იძალადეს
უწყების ცნობით, ბრალდებულმა 1956 წელს დაბადებულ თანასოფლელ ქალზე, ფიზიკური ძალის გამოყენებით, სექსუალურად იძალადა. სამართალდამცველებმა მოძალადე მამაკაცი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
“დანიშნულია ექსპერტიზები, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს,” – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.