LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

60 წლის შერონ სთოუნის რომანტიული შვებულება ესპანეთში (ფოტო)

56

შერონ სთოუნი ამჯერად ბოიფრენდთან, 41 წლის ანჯელო გოფასთან ერთად ესპანეთში იმყოფება. წყვილი რომანტიკულ შვებულებას ერთად ატარებს და არც ცნობისმოყვარე პაპარაცებს ერიდება, რომლებიც მათ ყველა გადაადგილებას აფიქსირებენ. 60 წლის კინოვარსკვლავი ფანტასტიკურად გამოიყურება საცურაო კოსტიუმში. ის ხან სანაპიროზე ირუჯება, ხან კი ბოიფრენდთან ერთად ხელჩაკიდებული სეირნობს.

საინტერესოა, რომ შერონისა და ანჯელოს ურთიერთობის შესახებ ცნობილი იანვარში გახდა. მას შემდეგ გავრცელდა ცნობები წყვილის დაშორების შესახებაც, თუმცა, ახალმა ფოტოებმა ეს ჭორიც გააბათილა.

(ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები