LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

62 წლის ალეკ ბოლდუინი მეექვსე შვილს ელოდება

510
20200407-bald-3

62 წლის ალეკ ბოლდუინი და მისი 36 წლის მეუღლე, ჰილარი  კიდევ ერთ შვილს ელოდებიან. ამის შესახებ ჰილარის „ინსტაგრამ“ ვიდეოდან ვიგებთ, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ ისმის ნაყოფის გულისცემა.

„ამ წამს შევიტყვე სასიხარულო ინფორმაცია და მინდა თქვენც გაგიზიაროთ, ყველაფერი კარგად არის და ბავშვი ჯანმრთელია, ვერ გადმოვცემ სიტყვებით, თუ რა შეგრძნებაა, როდესაც გულისცემა მესმის“– წერს 4 შვილის დედა.

შეგახსენებთ, გასულ წელს ჰილარის მუცელი ორჯერ მოეშალა, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, წყვილმა განაცხადა, რომ ისინი მაინც არ გაჩერდებოდნენ.

ცნობისთვის, ალეკი და ჰილარი 8 წელია რაც ქორწინებაში იმყოფებიან, ისინი 4 შვილს, 6 წლის კარმენს, 4 წლის რაფაელას, 3 წლის ლეონარდოსა და 2 წლის რომეოს ზრდიან.

ალეკს ასევე, კიმ ბესინგერთან  24 წლის ქალიშვილი ჰყავს.

https://www.instagram.com/p/B-pt8e_noPE/?utm_source=ig_embed

https://www.instagram.com/p/B-ncVFnnVLb/?utm_source=ig_embed

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები