LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

65 წლის იუბილესთან დაკავშირებით Chevrolet-მა Corvette-ის სპეცვერსია გამოუშვა

14

ამერიკული საავტომობილო ბრენდი Chevrolet წელს 65 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ შემთხვევის აღსანიშნავად კომპანიის ინჟინრებმა ექსკლუზიური სპორტქარი Corvette Carbon 65 Edition შეიმუშავეს, რომელიც 139 000 ევრო ღირს. მწარმოებლის პრესსამსახური აღნიშნავს, რომ სიახლე ძარის ზოგიერთ ელემენტზე, სპოილერსა და ჰაერის შემწოვებზე კარბონის მოპირკეთებას მიიღებს.

ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლები არ ხმაურდება, სულ ბრენდის 65 წლის იუბილესთვის 650 ერთეული Corvette Z06 Carbon 65 Edition და Corvette Grand Sport Carbon 65 Edition აიწყობა. მათგან 125 ეგზემპლარი ევროპის ბაზრისთვის არის გათვალისწინებული.

Corvette მარკის არსებობის ისტორიაში ყველაზე ცნობილი მოდელია. სპორტქარი პირველად 1953 წელს გამოვიდა და მას შემდეგ მოდერნიზაციის რამდენიმე ათეული ეტაპი განხორციელდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები