LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

65 წლის შემდეგ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე „ოტელო“ ბრუნდება

247
otelo

65 წლის შემდეგ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე კვლავ ბრუნდება ალექსი მაჭავარიანის და ვახტანგ ჭაბუკიანის ბალეტი „ოტელო“, რომლის ახალი ქორეოგრაფიული ვერსია, ლიბრეტო და რეჟისურა ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის, ბალეტის დამდგმელი დირიჟორია კომპოზიტორის შვილი ვახტანგ მაჭავარიანი. სცენოგრაფია და კოსტიუმები აღდგენილია სოლიკო ვირსალაძის ესკიზების მიხედვით. პრემიერა 13 მაისს არის დაგეგმილი.

დამდგმელი დირიჟორი: ვახტანგ მაჭავარიანი

ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფია აღდგენილია ლალი კანდელაკის მიერ.

მთავარი კონსულტანტები – საქართველოს სახალხო არტისტები : ლილიანა მითაიშვილი და ირინე ჯანდიერი

სცენოგრაფია და კოსტიუმები: დავით პოპიაშვილი

კოსტიუმების შემსრულებელი მხატვარი: ნინო ოჩიაური

სცენოგრაფის ასისტენტი: ეკატერინე შავლიაშვილი

განათების მხატვარი: ვირჯინიო ლევრიო

ვიდეოპროექციის ავტორი: კომპანია „HOLMES & WATSON.

ფოტო: თბილისის ოპერაში ოტელოს პარტიას სიმპათიური კუბელი მოცეკვავე შეასრულებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები