LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: თბილისის ოპერაში ოტელოს პარტიას სიმპათიური კუბელი მოცეკვავე შეასრულებს

190
otelo

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ოტელოს დადგმაში ოტელოს პარტიას შეასრულებს ამილკარ მორეტ გონსალესი, მსოფლიო ბალეტის ცნობილი მოცეკვავე, რომელიც თბილისში რეპეტიციებს გადის.

ამილკარ მორეტ გონსალესი კუბიდანაა. სწავლობდა კუბის ეროვნულ საბალეტო სკოლაში. იყო ბავარიის, ციურიხის, ჰამბურგის საბალეტო კომპანიების წამყვანი სოლისტი.

მის რეპერტუარშია მთავარი პარტიები კლასიკურ ბალეტებში: „კოპლელია“,„ამაო სიფრთხილე“, „მაკნატუნა“, „დონ კიხოტი“, „გედების ტბა“, „რაიმონდა“, „კონკია“, „კორსარი“,„რომეო და ჯულიეტა“, „ოტელო“, „კარმენი“, „სილვია“, „ქალი კამელიებით“, „ონეგინი“, „ზაფხულის ღამის სიზმარი“, „დორიან გრეის პორტრეტი“.

მთავარი პარტიები ჯონ ნოიმაიერის,ჯორჯ ბალანჩინის, ირჟი კილიანის,უილიამ ფორსაიტის, მატს ეკის, ჰანს ვან მანენის, ჟან კრისტოფ მაიოს, საბურო ტეშიგავარას და სხვა თანამედროვე ქორეოგრაფების დადგმებში.

დაჯილდოებულია de la danse-ის ოქროს მედლით და ჰელსინკის საერთაშორისო საბალეტო კონკურსის ბრინჯაოს მედლით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები