რიჩარდ გირი და ალეჰანდრა სილვა ერთმანეთს 2015 წლიდან ხვდებიან. უკვე ცნობილია, რომ წყვილი დაინიშნა და მალე დაქორწინებასაც აპირებს. 68 წლის მსახიობი და მისი 34 წლის რჩეული ახალ წელს ნიუ-იორკში შეხვდნენ და „ინსტაგრამზე“ შვებულებისას გადაღებული რომანტიკული ფოტოც გააზიარეს. სილვამ პოსტის მეშვეობით მადლობა გადაუხადა გირს ყველაფრისთვის და მას განსაკუთრებული და ექსტრაორდინალური მამაკაცი უწოდა.
ამჯერად პოპულარული წყვილი ჯონ კენედის სახელობის აეროპორტში გამოჩნდა, საიდანაც ისინი მექსიკაში გაფრინდნენ.