საქართველოში კორონავირუსით კიდევ 680 ადამიანი დაინფიცირდა და ბოლო მონაცემებით დადასტურებული შემთხვევა 13 521 შეადგენს. ინფორმაცია StopCov.ge-ზე გავრცელდა. ამავე დვერდის მიხედვით 292-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსი 7 159 პაციენტმა დაამარცხა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში ვირუსით კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით გარდაცვლილთა რიცხვი 109 გახდა.
კარანტინის რეჟიმში 5 590 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ სასტუმროში 1 393 მოქალაქეა გადაყვანილი.