საქართველოში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 759 აახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის ყველაზე მეტი თბილისში დაფიქსირდა – 686 ინფიცირებული. დედაქალაქის შემდეგ, ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევა აჭარის რეგიონში გამოვლინდა. ბოლო მონაცემებით, აქ 487 მოქალაქე დაინფიცირდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ ისაუბრა.
რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევები შემდეგნაირად გადანაწილდა:
თბილისი – 686
აჭარა – 487
იმერეთი – 396
ქვემო ქართლი – 36
შიდა ქართლი – 35
გურია – 17
სამეგრელო ზემო-სვანეთი – 69
კახეთი – 24
მცხეთა-მთიანეთი – 12
სამცხე-ჯავახეთი – 30
რაჭა-ლეჩხუმი – 7.
ბოლო ინფორმაციით, საქართველოში აქტიური ქეისი არის 14 421, აქედან 3 234 პაციენტი სხვადასხვა კლინიკებში გადის მკურნალობას. 1 5077 პაციენტი თბილისის საავადმყოფოებში, ხოლო 641 პირი აჭარაში მკურნალობს.
სიჭინავას განმარტებით, ქვეყანაში ინფიცირებულ პაციენტებს შორის 397 კრიტიკულად მძიმედ მიიჩნევა. აქედან 201 დედაქალაქში, ხოლო 80 აჭარაში გადიან შესაბამის სამედიცინო მომსახურეობას. მისივე თქმით, მძიმე პაციენტებს შორის 80 ინფიცირებული ხელოვნურ მართვით სუნთქვის აპარატზე შეერთებული, მათ შორის 53 თბილისში, ხოლო 12 აჭარაში.