სავარაუდოდ CO-თი, გაზის ნამწვის შედეგად გარდაიცვალა 7 ადამიანი, – ამის შესახებ ქეთევან წამებულის ქუჩაზე ჟურნალისტებს შსს-ს წარმომადგენელმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, რომელიც გამოწვეულია ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო.
“ამ ეტაპზე მიმდინარეობს დეტალების დადგენა, სავარაუდოდ ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო გარდაიცვალნენ ეს ადამიანები,” – აღნიშნა მან.