ჩვენ დღის განმავლობაში რამდენიმე საათს ვატარებთ საკუთარი ძვირადღირებული ტელეფონის ეკრანებთან. რატომ არ გამოვიმუშავოთ გარკვეული ფული ვიდრე ვართ ტელეფონთან? აქ არის რამდენიმე აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც თქვენ აუცილებლად გამოიმუშავებთ გარკვეულ თანხას.
გაფრთხილება: ნუ გექნებათ ამ აპლიკაციების დახმარებით გამდიდრების მოლოდინი, თუმცა, ეს ფული საკმარისი იქნება ზოგიერთი სასმელისა და საკვებისთვის.
ეს აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ ფული დააგროვოთ ფოტოების გადაღებით. აქ არ არსებობს ლიმიტი, ასე რომ შეგიძლიათ ატვირთოთ იმდენი ფოტო, რამდენიც გსურთ. Foap-ის ფულის გამომუშავების შესაძლებლობები უსაზღვროა. ერთხელ აკეთებთ ანგარიშს და შემდეგ შოკირებული იქნებით, როცა გაიგებთ, რამდენი ფულის დასახარჯად არის მზად ზოგიერთი ადამიანი იმ ფოტოს საყიდლად, რომელიც თქვენ ნაჩქარევად გადაიღეთ მაგალითად, ლანჩის დროს.
გარდა ამისა, დიდ კომპანიებს ყოველთვის აქვთ გამოწვევები Foap-ის წევრებისთვის. მაგალითად ჯილდო, რომელიც დაწესდა საუკეთესო ფოტოსთვის თემაზე ”ბიზნესმოგზაურობის ფოტოგრაფია”, იყო 200 დოლარი, ხოლო ”ბუდვაიზერის” მიერ დაწესებული ჯილდო 500 დოლარს შეადგენდა. თქვენ შეგიძლიათ ეს გამოწვევები იპოვეთ სექციაში ‘Missions’.
Foap ხელმისაწვდომია iPhone-ებისა და Android-ებისთვის.
ამ აპლიკაციაში რთული არაფერია. მას შემდეგ, რაც ტელეფონში ჩატვირთავთ, ბანერი გამოჩნდება თქვენი მობილურის ეკრანზე. მომხმარებლები როგორც წესი, გამოიმუშავებენ თანხას 5-დან 15 დოლარამდე ყოველთვიურად.
აპლიკაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ Android-ებისთვის.
თუ თქვენ გსურთ თავი დააღწიოთ თქვენს ძველ წიგნებს, მაგრამ არ გსურთ მათი უფასოდ გაცემა, აქ არის გამოსავალი. თქვენ უნდა გააკეთოთ წიგნის შტრიხ-კოდის სკანირება და აპლიკაცია საშუალებას მოგცემთ ნახოთ შედარებები, რასაც 20-ზე მეტი წიგნის გამოსყიდვის კომპანია გთავაზობთ. მას შემდეგ რაც იპოვით საუკეთესო შემოთავზებას, შეავსებთ გრაფას გადახდის ფორმების შესახებ და გაუგზავნით წიგნებს კომპანიას უფასოდ. BookScouter ხელმისაწვდომია iPhone-ებისა და Android-ებისთვის.
თუ თქვენ გსურთ გადმოწეროთ მიმოხილვის და და დათვალიერების აპლიკაცია, მაგრამ არ იცით რომელი აირჩიოთ, სცადეთ Ipsos i-Say. ეს არის აპლიკაცია Ipsos-გან, სანდო გლობალური ბაზრის კვლევის კომპანიისგან. თუ თქვენ გაქვთ დროის მოკვლის შესაძლებლობა, შეგიძლიათ ფული გამოიმუშავოთ დათვალიერებით. თქვენ შეგიძლიათ თქვენი ქულებით შეისყიდოთ iTunes-ის ან Amazon-ის სასაჩუქრე ბარათი.
Fiverr-ი არის სერვისების ერთ-ერთი უდიდესი მარკეტი. თქვენ უნდა იპოვოთ ნიშა, რომელიც მოგწონთ და აპლიკაცია გაძლევთ 3 მილიონზე მეტი სერვისის წვდომის შესაძლებლობას, დაწყებული 5 დოლარიდან. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ 120 სხვადასხვა სერვისი ისეთი კატეგორიიდან, როგორიცაა გრაფიკა და დიზანი, წერა და თარგმნა, რეკლამირება, ონლაინ მარკეტინგი, მუსიკა და აუდიო.
App Trailers
როგორც სახელი მიგვანიშნებს, App Trailers-ი უჩვენებს თავის მომხმარებელს ახალი აპლიკაციების გადმოწერისა და ჩატვირთვის 30- წამიან ვიდეო თრეილერებს. ყოველი ნანახი ვიდეო და გადმოწერილი აპლიკაცია ფულის გამომუშავების საშუალებას იძლევა. ქულები შეგიძლიათ გამოისყიოდთ PayPal-ით ან შეიძინოთ სასაჩუქრე ბარათი.
თქვენ მოგიწევთ დაათვალიეროთ თქვენი ფავორიტი ბრენდების კომპანიები და უბრალოდ აირჩიოთ ერთი, რომელიც ყველაზე მეტად დაგაინტერესებთ. საჭირო ქმედებების დასრულების შემდეგ, რომელიც მოიცავს ფოტოების გადაღებას და გაზიარებას Facebook-სა და Twitter-ზე, თქვენ გამოიმუშავებთ თანხას. თქვენ მიიღებთ ფულს და სხვა ჯილდოებს.
