LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 და 8 ნოემბერს გმირთა მოედნიდან ჭავჭავაძისა და ხილიანის დამაკავშირებელი ქუჩები დაიკეტება

47

სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულყოფილად დასრულების მიზნით, გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი(გმირთა მოედნიდან ჭავჭავაძისა და ხილიანის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდამდე) 2 დღით დაიკეტება. ამის შესახებ Autoradio.ge-ს თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით მიმდინარე წლის 7 და 8 ნოემბერს მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე სრულყოფილად დასრულდება საგზაო სამუშაოები და დაიგება ასფალტის საფარის ზედა ფენა.

საავტომობილო მოძრაობა აღდგება ორშაბათს, 9 ნოემბერს დილის 8 საათიდან.