დღე გეომაგნიტურია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა false და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. თუ მსგავს სიმპტომებს იგრძნობთ, ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებელს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.
დღის რეკომენდაცია – დღეს ყველა წვრილმანს მიაქციეთ ყურადღება, თითოეულს გარკვეული მნიშვნელობა ექნება. ადამიანებში იმატებს შურის გამოვლენის ტენდენცია. მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს, ნერვიულობასა და ფორიაქს. ნუ აჰყვებით ფანტაზიებს, დაეყრდენით მხოლოდ რეალურ ფაქტებს. გაითვალისწინეთ, რომ დღეს ყველა ვერ აღიქვამს იუმორს სათანადოდ, ამიტომ იყავით ტაქტიანი. ნუ გაანდობთ საიდუმლოებებს მეგობრულ წრესაც კი, რადგან შესაძლოა ეს თქვენს საწინააღმდეგოდ იქნას გამოყენებული. კარგი იქნება, თუ დაუგდებთ ყურს უფროსი თაობის ქალბატონების, განსაკუთრებით კი დედის რჩევებს.
დღე პოზიტიურია ტექნიკასთან ურთიერთობისთვის. კარგი დროა ელექტრო, გაზის ან კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად. ხელსაყრელია საცხოვრებელი ადგილის (ბინის) შეცვლა, სესხის აღება, განცხადებების გამოქვეყნება და რეკლამა. პოზიტიური პერიოდია სამშენებლო, სარემონტო და სამღებრო სამუშაოებისთვის, ასევე ლითონებით ვაჭრობისთვის. გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელი სიზმრები მალე ახდება.
ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ნერვული სისტემა, მხედველობა და ფეხის კუნთების ზონა. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (გარდა უკიდურესი აუცილებლობისა) არ არის სასურველი. მოერიდეთ დიდხანს ფეხზე დგომას, სჯობს იაროთ, ვიდრე იდგეთ. ასევე, ზედმეტად ნუ გადაღლით თვალებს.
დღის მინერალები და ფერები – სასიკეთო ენერგიების მოსაზიდად გამოიყენეთ: აკვამარინი, ცირკონი, საფირონი, ძოწი და ამაზონიტი. ტანსაცმელში პრიორიტეტი მიანიჭეთ ნეონის ფერებს, ასევე ვერცხლისფერს, წითელს, ყვითელს, ვარდისფერსა და ცისფერს, ეს ტონები გააძლიერებს თქვენს შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია ლომებისა და მერწყულებისთვის. შედარებით დაძაბული პერიოდია ქალწულებისა და მორიელებისთვის. მათ მართებთ მეტი ყურადღება საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.