LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„7 მარტს „ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში“ ტარდება ჩემი კონცერტი, რომელიც დედებს ეძღვნებათ… კონცერტზე ყველასათვის საყვარელი ჰიტები იქნება წარმოდგენილი“ – დათო კენჭიაშვილი

192
დათო-კენჭიაშვილი

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „თაკოსთან“ დათო კენჭიაშვილი სტუმრობდა, რომელმაც დაგეგმილ სოლო კონცერტზე ისაუბრა და მსმენელს ორი ახალი ნამუშევარი „მენატრები“ და „ქართველების ერთად ყოფნა“ წარუდგინა.

დათო, რა იყო შენს შემოქმედებაში, კარიერაში არსებული პაუზის მიზეზი?

ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ 5 წლის უკან, დედა გარდამეცვალა. ამის შემდეგ რაღაცნაირი პაუზა მქონდა. არც მქონდა სურვილი, რომ რაიმე მეკეთებინა. ჩემი მეგობრები სულ გვერდში მედგნენ, მეუბნებოდნენ, გვესმის, ვიზიარებთ, ყველა შენს გვერდით ვართ, მაგრამ მუსიკას არ უნდა ჩამოშორდეო. შინაგანი მდგომარეობა არ მაძლევდა იმის საშუალებას, რომ რაიმე გამეკეთებინა, ზღვარზე ვიყავი, რომ საერთოდ დამენებებინა თავი მუსიკისთვის. შემდგომ, მდგომარეობა ცოტა მომჯობინდა, ბოლო რამდენიმე თვეა, რაც აქტიურად დავიწყე ჩემი მუსიკალური კარიერა, ახალ-ახალი პროექტები, კოლაბორაციები.

მილიონობით ნახვა აქვს შენს სიმღერებს, რას უკავშირებ ამდენ ნახვებს და სიყვარულს, რომელსაც მსმენელისგან იღებ?

ზოგადად, უცხო ქვეყანაში „ისტორიის ხმას“ მეძახიან, არ ვიცი, რატომ, ალბათ, ჩვენი იდენტობიდან, წინაპრებიდან გამომდინარე, რადგან მათ ჰქონდათ ასეთი პოლიფონია, ვიბრაციები. სულ მეკითხებიან, რა არის შენი ხმის საიდუმლოო, ალბათ, ტემბრი, კულტურა და ჩემი ზოგად კავკასიური ხმა. მე ვერ ვიტყვი, რომ ფოლკლორისტი ვარ, მაგრამ ჩემი ძირითადი საქმიანობა ფოლკლორის ღერძზეა დაყრდნობილი.

ვისაუბროთ სიმღერაზე „მენატრები“.

ძალიან მიყვარს ეს სიმღერა, ის გელა დაიაურს ეკუთვნის. ჩემთვის ძალიან კარგი ვიბრაციებით არის გაჟღენთილი. ცოტა სევდიანია, მაგრამ ზუსტად ასახავს ყველანაირ მონატრებას. სიმღერა ჩემს სტუდიაში ჩაიწერა.

მოგვიყევი შენს სოლო კონცერტზე, რომელიც 7 მარტს გაიმართება.

7 მარტს „ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში“ ტარდება ჩემი კონცერტი, რომელიც დედებს ეძღვნებათ. ტრადიციულად ყოველ წელს ვატარებ დედისადმი მიძღვნილ კონცერტს. რაც დედას დავაკელი, მინდა, ის გადავცე იმ დედებს, რომლებიც იქ იქნებიან. მინდა, მადლიერება გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, ვინც ბილეთები შეიძინა. ბილეთები თითქმის აღარ არის.

როგორი იქნება კონცერტის პროგრამა?

კონცერტზე ყველასათვის საყვარელი ჰიტები იქნება წარმოდგენილი. მაქვს ძალიან ბევრი სიახლეც, იქნება ახალი კოლაბორაციები. სხვათა შორის, ამ კონცერტისთვის ძალიან ბევრი ჩამოდის უცხო ქვეყნებიდან.

დედას რომელი სიმღერა უყვარდა ყველაზე მეტად შენი შემოქმედებიდან?

თავისუფლად შემიძლია ვთქვა, „იორო“. არასდროს მიქებდა ნაშრომებს, ყოველთვის თავშეკავებული იყო, მაგრამ „იოროზე“ ვერ მოითმინა, როცა რადიოს საშუალებით მოისმინა და თქვა, რომ ძალიან მოსწონდა. ძალიან ენერგეტიკული სიმღერაა, სხვანაირი ვიბრაციები აქვს.

ვისაუბროთ შენს სტუდიაზე.

მოგეხსენებათ, ხელოვანს სჭირდება პირობები, რომ თავისი ხელოვნება განავითაროს. ჩემი სახლის სარდაფში გვქონდა ძალიან პატარა სტუდია და იქ იქმნებოდა ყველაფერი. შემდეგ, შევიძინეთ ახალი სტუდია, სადაც მოდიან ბავშვები, რომელთაც ვამზადებ. ასევე, გავაკეთეთ პროდაქშენი, სადაც ვწერთ სიმღერებს, ვრეპეტიციობთ. ვეხმარებით რესურსის მქონე ადამიანებს, რომ ჩაწერონ სიმღერა, გააკეთონ არანჟი, გადაიღონ კლიპი და ამის რეალიზაცია მოახდინონ. რა თქმა უნდა, რესურსში მატერიალურ მხარეს არ ვგულისხმობ, მატერიალური მხარე მეცხრე ხარისხოვანია, ნიჭს ვგულისხმობ.

ძალიან კეთილი საქმეა, რადგან ვიცი ბევრი ნიჭიერი მომღერალი, რომელიც საერთოდ არ აქტიურობს და ამას ფინანსებს აბრალებს.

მე მესმის მათი, რადგან არ აქვთ შესაძლებლობა. მეც არ მქონდა შესაძლებლობა, მაგრამ მე სხვანაირად მოვიქეცი. დედა ემიგრანტი იყო, მუშაობდა, მე არანაირი საშუალება არ მქონდა, რომ ჩემი ხელოვნება გამევითარებინა, მაგრამ მთავარი სურვილია. ჩემი ყველაზე საყვარელი მანქანა გავყიდე იმისთვის, რომ ჩემი პირველი სიმღერა ჩამწერა. თუ სურვილია, ყველაფერს გააკეთებ.

დღეს კიდევ ერთი სიმღერის „ქართველების ერთად ყოფნა“ პრემიერა გვაქვს, ვისაუბროთ ამ ნამუშევარზე.

მოგეხსენებათ, ბატონ ზურაბ მჟავიას სიმღერაა „ქართველების ერთად ყოფნა“. ერთ-ერთი საახალწლო გადაცემისთვის ვეძებდი სიმღერას, ვფიქრობდი, როგორი უნდა ყოფილიყო და მაშინ მივხვდი, რომ რაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა ქართველებს, ერთად ყოფნა, სიყვარული იყო. გადავწყვიტე, ბატონ ზურასთან დამერეკა და სიმღერის შესრულების უფლება ამეღო. ბატონმა ზურამ სიყვარულით მიმიღო და მითხრა, რაც მეტი ადამიანი იმღერებს ჩემს სიმღერას, მით მეტად უკვდავი იქნება ჩემი ხელოვნებაო. უდიდესი მადლობა ბატონ ზურას.

დათო კენჭიაშვილი – მენატრები

დათო კენჭიაშვილი – ქართველების ერთად ყოფნა

გადაცემის აუდიოჩანაწერი

დათო კენჭიაშვილი – პოპური

დათო კენჭიაშვილი. პრემიერა გადაცემაში “რადიო დუეტი”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები