LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 რამ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის გარეშე დარჩენილ დარბაზში გადაწყვიტა

170
foto

მართალია, ბევრი საუბრობს, რომ საქართველოს პირველად ჰყავს ერთპარტიული პარლამენტი და რეალურად პირველი სხდომა „გალურჯდა“, მაგრამ რეალურად არასრულად შეკრებილმა პარლამენტმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო.

მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე “ოცნებაც” არასრულადაა წარმოდგენილი

1. პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.  დადგენილება 87 ხმით მიიღეს.

ყველა ის პირი, ვინც ცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეულად გამოაცხადა, პარლამენტის სრულფასოვანი წევრია.

2. პირველი დადგენილების მიღების წუთიდან უფლებამოსილება შეუწყდა მე-9 მოწვევის პარლამენტს.

პარლამენტის სრული შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, „ქართული ოცნების“ წევრებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს.

3. პარლამენტმა, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძე 86 ხმით აირჩია.
კენჭისყრა ფარული იყო.

ძველი ახალი თავმჯდომარე: პარლამენტის თავმჯდომარედ ისევ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს

 

4. მე-10 მოწვევის პარლამენტში აირჩიეს ვიცე-სპიკერატი. 

პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გახდა, რომელსაც 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არც ერთი იყო.

მოადგილეების თანამდებობა დაიკავეს დავით სერგეენკომ და კახა კუჭავამ.

დავით სერგეენკოს მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, არც ერთი წინააღმდეგი. კახა კუჭავას მხარი დაუჭირა 86-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი – არც ერთი.

პარლამენტის თავმჯდომარ არჩილ თალაკვაძემ სხდომაზე განმარტა, რომ თავმჯდომარის სხვა მოადგილეების კანდიდატურების დასახელების უფლება აქვს საპარლამენტო ოპოზიციას, ამიტომ პოსტები დროებით ვაკანტური რჩება.

5. მე-10 მოწვევის პარლამენტმა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეები აირჩია. 15 კომიტეტის თავმჯდომარეების სია, ასე გამოიყურება.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი იქნება.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს მიხეილ სარჯველაძე უხელმძღვანელებს.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია იქნება.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს ირაკლი ქადაგიშვილი უხელმძღვანელებს.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ დეპუტატებმა სოზარ სუბარი აირჩიეს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ირაკლი კოვზანაძე უხელმძღვანელებს.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს დავით სონღულაშვილი ჩაიბარებს.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი იქნება.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს მაია ბითაძე უხელმძღვანელებს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარედ დეპუტატებმა ნიკოლოზ სამხარაძე აირჩიეს.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილის იქნება.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ბექა ოდიშარია აირჩიეს.

ჯანდაცვის კომიტეტს დიმიტრი ხუნდაძე უხელმძღვანელებს.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი იქნება.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს კი მიხეილ ყაველაშვილი უხელმძღვანელებს.

“გვსურს, პარლამენტის ყველა არჩეული წევრი პარლამენტში ვიხილოთ”-ნახევრად ცარიელი დარბაზი და ელჩი დეგნანი საქართველოს დროშის გამოსახულებიანი პირბადით


6. მეათე მოწვევის პარლამენტის წინაშე მთავრობამ უფლებამოსილება მოიხსნა, რაც პარლამენტმა ცნობად მიიღო. მთავრობა ახლა მოვალეობის შესრულებას განაგრძობს. 

პარლამენტი ორი კვირის ვადაში ნდობას არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას გამოუცხადებს.

7. უმრავლესობის ლიდერი იქნება ირაკლი კობახიძე, ხოლო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე – მამუკა მდინარაძე.

 

ირაკლი კობახიძე უმრავლესობის ლიდერი იქნება, მამუკა მდინარაძე კი ფრაქციის თავმჯდომარე: რა პროცესები იგეგმება პარლამენტში

“მივიღეთ სტერილური პარლამენტი და გახლეჩილი საზოგადოება, ამ წნეხს ვერცერთი ხელისუფლება გაუძლებს” – რას შეცვლის მანდატებზე უარის თქმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები