LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძველი ახალი თავმჯდომარე: პარლამენტის თავმჯდომარედ ისევ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს

98
პარლლლ0002

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს. გადაწყვეტილება მეათე მოწვევის პარლამენტმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

საპარლამენტო უმრავლესობამ ორი კანდიდატურა წარმოადგინა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ დასახელდნენ: კახაბერ კუჭავა და დავით სერგეენკო.

ირაკლი კობახიძე უმრავლესობის ლიდერი იქნება, მამუკა მდინარაძე კი ფრაქციის თავმჯდომარე: რა პროცესები იგეგმება პარლამენტში

86 მომხრე და არცერთი წინააღმდეგ – არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარედ, ხოლო კახაბერ კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ.

კენჭისყრა ფარული იყო, რის შემდეგაც სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.

კენჭისყრის წინ თალაკვაძემ პარლამენტს სიტყვით მიმართა. მისი გამოსვლის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის წარმომადგენლებს კითხვის დასმისა და განცხადების გაკეთების უფლებით არ უსარგებლიათ.

პლენარულ სხდომას ახლა უკვე ძველი ახალი თალაკვაძე უძღვება.

მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე “ოცნებაც” არასრულადაა წარმოდგენილი

 

“მხოლოდ რწმენით, დემოკრატიის გაძლიერებით, უსაფრთხოების განმტკიცებით და ეკონომიკური განვითარებით, პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკის წარმართვით და საზოგადოების გაერთიანებით შევძლებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და მშვიდობის დაცვას”, – ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებისადმი მიმართვის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს ახალგაზრდა დემოკრატია. პარლამენტის თავმჯდომარემ კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებასა და სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა და მადლობა გადაუხადა სამედიცინო დარგის სპეციალისტებს.

“საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი მზად არის მხარი დაუჭიროს 2020-2024 წლებში ეკონომიკური რეფორმების გატარებას, კერძო სექტორის მხარდამჭერი და ინოვაციური პროექტების დაფინანსებას, სოფლის მეურნეობის განვითარების ფინანსურ და ტექნიკური მხარდაჭერას, მსხვილი ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას, რაც უზრუნველყოფს ახალ სამუშაო ადგილებს, გაზრდილ შემოსავლებს, სოფლების განვითარებას, ეკონომიკის გაჯანსაღებას და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

 

ასევე წაიკითხეთ:

“მივიღეთ სტერილური პარლამენტი და გახლეჩილი საზოგადოება, ამ წნეხს ვერცერთი ხელისუფლება გაუძლებს” – რას შეცვლის მანდატებზე უარის თქმა

mazda magti 5g