LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 რჩევა თუ როგორ გავატაროთ ახალ წლის დღეები კოვიდ–რეალობაში ისე, რომ განწყობაც შევინარჩუნოთ

166
-116204502-deb07303-8880-45a0-b1a1-3d18e48afb2e

წელს ახალი წლის ტრადიციულად აღნიშვნა ალბათ არ გამოვა, ამიტომ ბევრ ჩვენგანს გეგმების შეცვლა მოუწია. ზოგიერთი ადამიანი დღესასწაულს საერთოდ მარტო ხვდება.

BBC რამდენიმე ექსპერტს გაესაუბრა რათა დაედგინა, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ სადღესასწაულო განწყობა მაშინაც კი როცა გარემო პირობები ხელს არ გვიწყობს და პირიქით, გვიშლის კიდეც.

1. თუკი გაბრაზებული ხარ, არაუშავს

თუკი ჩაშლილი გეგმების გამო ნერვები გეშლებათ, ეს ძალიან ნორმალურია. „არაორდინალური გარემოემებების მსხვერპლი ვართ და ვფიქრობ, ხალხს სრული უფლება აქვს იმისთვის რომ გაბრაზებული და იმედგაცრუებული იყოს“ – ფიქრობს ჰელენ რასელი, ავტორი წიგნისა „როგორ უნდა იყო მოწყენილი.“

ჰელენის აზრით, ნეგატიური ფიქრების გამო საკუთარ თავზე არ უნდა გავბრაზდეთ და პირიქით, მხოლოდ მათი გააზრების შემდეგ შევძლებთ დამშვიდებას.

2. შეცვალე მოლოდინები

„ალბათ დიდ ოჯახურ დღესასწაულს ელოდით და სამწუხაროდ, მოლოდინი არ გაგიმართლდათ“ – მარტა მილსი, ფსიქოთერაპევტი.
მარტას აზრით, ადამიანებმა უნდა მიიღონ არსებული რეალობა და რაღაც ახალი, განსხვავებული დაგეგმონ. მაგალითად, დღესასწაული საკუთარ თავს მიუძღვნან ანუ გააკეთონ ის რაც ყველაზე მეტად მოსწონთ. ხოლო თუკი რომელიმე საშობაო ტრადიციას ვერ ასრულებენ, ამის გამო გული არ დაიწყვიტონ და მომავალი წლისთვის გადადონ.

„დარწმუნდით რომ საყვარელი საჭმელი, სასუსნავები გაქვთ, ასევე დაგეგმეთ თუ ვის დაურეკავთ და შემდეგ იმაზეც იფიქრეთ თუ როგორ გაატარებთ დღეს მთლიანობაში.“

3. დაგეგმე, დაგეგმე, დაგეგმე

არ გაიღვიძოთ ახალი წლის დილას ისე, რომ არ იცოდეთ თუ რის გაკეთებას აპირებთ. დაგეგმეთ ყველა დეტალი, რა გსურთ საუზმეზე, რას წიაკითხავთ, სად გაისეირნებთ, საღამოს რომელ ფილმს უყურებთ და ვის დაურეკავთ.

4. გააკეთე ის რაც გაბედნიერებს

მთელი დღე მხოლოდ სასიამოვნო რამეების კეთებას მიუძღვენით. იქნება ეს დილის სირბილი, კომპიუტერული თამაშები თუ პაზლების აწყობა. შესაძლოა ცხელი აბაზანა და წიგნის კითხვა ან მთელი დღის საყვარელ პიჟამოში გატარება განიჭებთ სიამოვნებას.

იმისათვის, რომ სამოგზაურო გეგმების ჩაშლის თუ საყვარელი ადამიანების გარეშე ყოფნის დანაკლისი შეივსოთ, აჩუქეთ თქვენს თავს საჩუქარი. იყიდეთ ის რაც დიდი ხნის განმავლობაში გულით გინდოდათ, შეფუთეთ და ახალ წელს გახსენით.

5. ესაუბრეთ სხვა ადამიანებს

თუკი არსებობენ ისეთი ადამიანები ვისთან კომუნიკაციაც მოგწონთ, მაშინ დაგეგმეთ მათთან ვიდეო ზარი. საყვარელი ფილმის ყურება ან თამაში დისტანციურადაც შეიძლება.

თუკი იზოლაციაში ყოფნით დაიღალეთ, გადით გარეთ, გაისეირნეთ თუნდაც თქვენი კორპუსის სიახლოვეს და უცნობებს ახალი წელი მიულოცეთ.

6. ჭამე ყველაფერი, რაც შენ გულს გაუხარდება

გაიარეთ მაღაზიაში და იყიდეთ ყველაფერი რაც გიყვართ. სადღესასწაულო პერიოდში ყველა წესი უქმდება, აღარ არსებობს ფრაზა „ამის ჭამა შეიძლება, ამის არა“, შეგიძლიათ ყველაფერი მიირთვათ.

7. საერთოდ ნუ აღნიშნავ

სრული უფლება გაქვთ იმის, რომ წელს ახალი წელი საერთოდ არ აღნიშნოთ. შეგიძლიათ ისე მოიქცეთ, თითქოს ერთი ჩვეულებრივი, არაფრით განსხვავებული დღეა. შესაძლოა მარტო აღნიშვნის ნაცვლად, თქვენთვის ასეთი მიდგომა უფრო კომფორტული იყოს.

გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს, მაშინაც კი თუკი თავს ცუდად გრძნობთ და განწყობა ვერაფრით გაიუმჯობესეთ, გახსოვდეთ რომ ახალი წელი ეს მხოლოდ ერთი დღე – 24 საათია, ისე უცებ გავა ვერც გაიგებთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g